შეხვედრის დაჯავშნა მენეჯერთან

სივრცეები

გარდენი

 

,,შუაგულის” გარდენში” მყუდრო გარემო და გამწვანებული ინტერიერი დაგხვდებათ. დარბაზის მწვანე ესთეტიკა, ბუნებრივი მცენარეები და საუკეთესო აურა, მხოლოდ საუკეთესო მოგონებების შექმნის და ზღაპრული აღნიშვნისთვისაა განკუთვნილი. 

ამ სივრცეში 140-მდე სტუმრის მასპინძლობა შეგიძლიათ.  

მთავარი დარბაზი

მთავარი დარბაზი “შუაგულის” პირველი და ყველაზე დიდი დახურული სივრცეა. დარბაზი იდეალურია კლასიკური და ელეგანტური ქორწილისა და სხვა ღონისძიებებისთვის. 

ბროლის ჭაღები და რძისფერი ინტერიერი ნაზ და ჰაეროვან ვიზუალს ქმნის, რომელიც თანაბრად იხდენს ნებისმიერი თემატიკის დიზაინს. 

ამ სივრცეში 300-მდე სტუმრის მასპინძლობა შეგიძლიათ.

პანორამული დარბაზი

პანორამული დარბაზი გამოირჩევა შთამბეჭდავი ხედით ტბასა და გულის ფორმის კუნძულზე.

დარბაზი იდეალურია შედარებით მცირე ზომის ღონისძიებებისთვის, დახვეწილი ორნამენტები და სივრცის დიზაინი თქვენს საღამოს ნამდვილად შთამბეჭდავს გახდის.

ამ სივრცეში 120-მდე სტუმრის მასპინძლობა შეგიძლიათ.

ლეიქსაიდი

,,შუაგულის”  საზაფხულო სივრცე – ლეიქსაიდი განკუთვნილია განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. 

ღია სივრცეები იდეალურია საზაფხულო ღონისძებებისთვის. ჩვენ გთავაზობთ წვეულების მოწყობას სიმწვანეში, ნახევრად ღია სივრცესა და აუზის ტერიტორიაზე, სადაც ნებისიერი ტიპის ღონისძიება ნამდვილი დღესასწაულია.

საზაფხულო პავილიონები

 

,,შუაგულის” საზაფხულო პავილიონები საკონცერტო სივრცეში მდებარეობს. 

სივრცე იდეალურია, როგორც ქორწილებისთვის, ასევე კორპორატიული საღამოებისთვის.

თეთრი პავლიონებიდან, მზის ჩასვლისას, ულამაზესი ხედი იშლება, რაც თქვენს ღონისძიებას განსაკუთრებით შთამბეჭდავს გახდის. 

ამ სივრცეში 500-მდე სტუმრის მასპინძლობა შეგიძლიათ.

ქართული ოთახი

 

ოთახი, რომელიც ქართულ მოტივებზე შეიქმნა გათვლილია, როგორც ტურისტული ჯგუფებისთვის, ასევე ნებისმიერი ტიპის ღონისძიებისთვის. ქართული სუფრა, დიზაინი, ბუხარი და გიტარა იდეალურ მყუდროებას ქმნის სასიამმოვნო საღამოს გასატარებლად.  

სივრცე განკუთვნილლია 30 სტუმარზე. 

Loading...