,,შუაგული” – ამბავი, რომელიც დაიწყო სიყვარულით და თავგადასავლებით.
მთავარია კარი შეაღოთ და სული შეგეკვრებათ … ზურმუხტისფერი ბალახი და საფირისფერი ცა ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და სხვა განზომილებაში გადაჰყავხართ… სივრცე, რომელიც გიცოცხლებთ თბილ ემოციებს, სადაც სიყვარულის სიმფონიას კლასიკა იწყება და თანამედროვეობა ასრულებს.
,,შუაგული” გთავაზობთ სივრცეებს ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი დღისთვის. ჩვენი სივრცეები ერთნაირად მიმზიდველია, როგორც კლასიკური საღამოებისთვის, ასევე მყუდრო ოჯახური და სამეგობრო შეკრებებისთვის, ბავშვებთან ერთად სტუმრობისთვის, გარე ღონისძიებებისა და აუზის თემატიკისთვის.
თბილისიდან სულ რაღაც 15 წუთში, ჩვენ დაგახვედრებთ:
თქვენს სურვილებზე მორგებულ სივრცეებს;
უმაღლესი ხარისხის მომსახურებას;
ქართულ და ევროპულ გემრიელ კერძებს;
ქართულ არომატულ ღვინოს და მსოფლიოს გამორჩეულ კოქტეილებს;
გემოვნებიან მუსიკალურ საღამოებს;
ეკო ზონას ბავშვებისთვის;
300 მანქანაზე გათვლილ პარკინგს.
ასეთია ადგილი, სადაც დრო ჩერდება და არსებობს მხოლოდ სიყვარული.