,,შუაგულის” სივრცეები გამოირჩევა ქართული ეროვნული ხასიათით. ქართული ოთახი და გარე სივრცეები, შესანიშნავი ადგილია უცხო ქვეყნის სტუმრებისთვის ქართული კერძების, ტრადიციებისა და კულტურის გასაცნობად.
ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა პაკეტს უცხოეული ტურისტებისთვის, რომლებიც მოიცავს როგორც ქართული სუფრის ნაწილს, ასევე მასტერ-კლასებს ხინკლის მომზადებაში, თონის პურის გამოცხობასა და ჩურჩხელის ამოვლებაში.