ქორწილი — ეს არის დღე, რომელიც წყვილის ცხოვრებაში გამორჩეულად ემოციური და მნიშველოვანია, დღე – რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს. იმისთვის, რომ ყველაფრმა იდეალურად ჩაიაროს არაერთი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო, შუაგულის სადღესასწაულო სივრცე გიზიარებთ 5 მნიშვნელოვან რჩევას, რომელიც პროცესის სწორად, სტრესის და გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარეშე დაგეგმვაში დაგეხმარებათ.
ქორწილის დაგეგმვა მოითხოვს დროის სწორ მენეჯმენტს. რაც უფრო ადრე დაიწყებთ ორგანიზებას, მით უფრო ნაკლები სტრესის გავლა მოგიწევთ. სცადეთ, მნიშვნელოვანი დეტალები — სივრცის დაჯავშნა, ფოტოგრაფის შერჩევა, მუსიკა და მენიუ — წინასწარ განსაზღვროთ. გახსოვდეთ, საუკეთესო სივრცე, რომელიც დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს დროულად უნდა დაჯავშით.
ბიუჯეტის ზუსტი განაწილება თავიდან აგარიდებთ დაუგეგმავ ხარჯებს. განსაზღვრეთ, რა არის თქვენთვის პრიორიტეტი — იქნება ეს სადღესასწაულო სივრცე, დეკორი, კაბა, თუ მუსიკა. ამის მიხედვით მოირგეთ დანარჩენი დეტალები.
ადგილმდებარეობა ქმნის ქორწილის ატმოსფეროს. თუ გსურთ თანამედროვე, ელეგანტური და ამავე დროს თბილი და რომანტიკული გარემო — მოძებნეთ სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ვიზუალურად მოგწონთ, არამედ ფუნქციურადაც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს. “შუაგული” სწორედ ასეთი ადგილია — სივრცე, რომელიც მარტივად გარდაიქმნება თქვენს საოცნებო დღესასწაულად. აქ სხვადასხვა სტილის და დიზაინის სივრცეების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ. „შუაგულის“ მთავარი დარბაზი საუკეთესო გადაწყვეტილებაა, თუ კლასიკურ და ელეგანტურ ქორწილს გეგმავთ. სივრცეს ამშვენებს ბროლის ჭაღები და რძისფერი ინტერიერი, რომელიც თანაბრად იხდენს ნებისმიერი თემატიკის დიზაინს. შედარებით პატარა ქორწილისთვის იდეალურია პანორამული დარბაზი, რომელიც გამოირჩევა შთამბეჭდავი ხედით ტბასა და გულის ფორმის კუნძულზე. თუ თქვენ ოცნებობთ ქორწილზე ღია ცის ქვეშ, აუზთან, ბუნების და ტბის ხედით, „შუაგულის“ “ლეიქსაიდი” ამ ოცნებას რეალობად გიქცევთ, ამ გარემოში წვეულების მოწყობა სიმწვანეში, ნახევრად ღია სივრცესა და აუზის ტერიტორიაზე შეგიძლიათ. გულგრილს არც შუაგულის “გარდენი“ დაგტოვებთ, სადაც მყუდრო გარემო და გამწვანებული ინტერიერი დაგხვდებათ.
სტუმრების სია განსაზღვრავს უამრავ დეტალს — სივრცის ზომას, მომსახურებას, ბიუჯეტს. აუცილებლად გაითვალისწინეთ ახლობლების კომფორტი და შეეცადეთ, ეს დღე მათთვისაც სასიამოვნო იყოს, აუცილებლად გქონდეთ რამდენიმე თავისუფალი ადგილი, სტუმრები ხშირად სიურპრიზებსაც გვიკეთებენ ხოლმე, გაუფრთხილებლად მოყვანილი თანმხლები პირის სახით.
ქორწილის დაგეგმვის პროცესში წყვილი ხშირად ივიწყებს ყველაზე მთავარს — ერთმანეთთან ყოფნას. დაძაბულობის ფონზე არ დაგავიწყდეთ, რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს. ერთად გაატარეთ მშვიდი საღამოები და უბრალოდ ილაპარაკეთ ქორწილის მიღმა საკითხებზე — ეს დადებით ემოციებს გამოიწვევს თქვენში.
ქორწილი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომლის ემოცია მთელი სიცოცხლე მიჰყვება ადამიანს. თუ ორგანიზებას გულით მიუდგებით და სწორად დაგეგმავთ, ეს დღე ნამდვილ დღესასწაულად იქცევა. შუაგული კი ყოველთვის მზად არის, გახდეს თქვენი ისტორიის ნაწილი — ერთად შევქმნათ დღესასწაული, რომელიც სიყვარულით იქნება სავსე.
შუაგული – ზღაპრული აღნიშვნის სამყარო.
საქართველო, თბილისი, მცხეთა წეროვანი